GEORGIAN

მოგესალმებით!

მოგახსენებთ, რომ ვარ ვარშავის პროფესიონალი გიდი, ეროვნული ლიცენზიით, რაც მანიჭებს უფლებას- ვაწარმოო ჩემი საქმიანობა პოლონურ და ინგლისურ ენებზე.    ასევე  ვარ  სერტიფიცირებული გიდი სამეფო სასახლის, რომელიც განთავსებულია ვარშავაში. ჩემი მონაცემები ოფიციალურად არის რეგისტრირებული იმ რეკომენდირებულ გიდების სიაში, რომელიც სამეფო სასახლის მიერ  არის  დამოწმებული.

ვარ პოლონეთის ტურისტული საზოგადოების (PTTK), ასევე სტუდენტური ტურისტული გიდების ასოციაციის წევრი.    ვარ ასევე ვარშავის მეგობართა ასოციაციის აქტიური წევრი.

ვარშავით ჩემი ძლიერი გატაცება აისახა იმ წვლილით, რომელიც მე შევიტანე ვარშავის ტურისტული გზამკვლევის შექმნაში.აღნიშნული გზამკვლევი უახლოეს მომავალში გამოიცემა საგამომცემლო სახლის „მგზავრების მაღაზია”-ს მიერ.

განათლებით  ვარ გეოგრაფი, სპეციალიზირებული ტურიზმის განხრით. მე ვმუშაობდი  ტურისტული სააგენტოში, რომელიც  ემსახურებოდა უცხოელ  ტურისტებს პოლონეთში.იქ მუშაობის დროს მე შევიძინე დიდი გამოცდილება  კლიენტების მომსახურეობის საკითხებში და მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნაში.  შესაბამისად მე შემიძლია მუშაობა სხვადასხვა  კონტინგენტთან, მაგალითად: ბავშვებთან, სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე სტუმრებთან   და  სხვა.

გარდა ამისა, მე ვარ ქალაქის საკრებულოში. თავისუფალ დროს ვატარებ ექსკურსიებს, რომლის დროსაც ვარშავის მოსახლეობას ვათვალიერებინებ  მათთვის უცნობ, საინტერესო ადგილებს.

ჩემთვის დიდი პატივი იქნება დაგათვალიერებინოთ ვარშავა, გაჩვენოთ მისი ყველაზე ლამაზე ადგილები (იხილეთ ბმულზე) და მოგიყვეთ საინტერესო ისტორიები ინგლისურ ენაზე.  ამავე დროს, მზად ვარ შევქმნა ტურისტული ტური თქვენი სურვილების მიხედვით.


თუ გსურთ რომ დამიკავშირდეთ გთხოვთ მომწეროთ ჩემს ელ.ფოსტაზე: info@warsawguide.waw.pl

ან დამირეკოთ: +48 512-52-77-52

მომავალში შემეძლება შემოგთავაზოთ ექსკურსიები ასევე გერმანულ და ესპანურ ენებზე.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვარშავაში